ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანზე თავდასხმაზე - ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეამცირონ ვითარების ესკალაცია - კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა ახლა ისე სასწრაფოა, როგორც არასდროს

ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები ღრმად საგანგაშოა, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს.

„ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაუყოვნებლივ შეამცირონ ვითარების ესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებისგან“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი თქმით, რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა ახლა ისე სასწრაფოა, როგორც არასდროს.

შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს