რუსეთის საგარეო უწყება ირანზე თავდასხმაზე - გაერო-ს სუვერენული წევრ სახელმწიფოზე, მძინარე, მშვიდობიან ქალაქებსა და ბირთვულ-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე არაპროვოცირებული დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები არაპროვოცირებული და მიუღებელია.

„გაერო-ს სუვერენული წევრი სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების, მძინარე მშვიდობიანი ქალაქებისა და ბირთვულ- ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ არაპროვოცირებული სამხედრო დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

უწყებაში აცხადებენ, რომ არ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებამ მომხდარის მიმართ გულგრილობა გამოხატოს.

„არ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გულგრილი იყოს ასეთი სისასტიკის მიმართ, რომელიც ანგრევს მშვიდობას და ზიანს აყენებს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა ძირი გამოუთხარა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კონფრონტაციის შემცირებისკენ მიმართულ მრავალმხრივ ძალისხმევას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ მხარეებს თავშეკავებისკენ, რათა არ დაუშვან დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და რეგიონის სრულმასშტაბიან ომში ჩაძირვა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს