ანდრო ჭიჭინაძე - გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი - დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

ეს სასამართლო სისტემა წინა მთავრობის დროს შეიქმნა. გადასარევად გვახსოვს წინა მთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს - ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და შეეცვალათ, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი, - ამის შესახებ პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე დამოკიდებულია გამბედაობაზე და გამბედავ ადამიანებზე.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, რომელიც ადამიანების ბედს წყვეტს, ეს სასამართლო სისტემა წინა მთავრობის დროს შეიქმნა. გადასარევად გვახსოვს წინა მთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და ეს სისტემა შეეცვალათ, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი. ეს ცუდია სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში, ადამიანისთვის. თუ სასამართლო ობიექტური არ იქნება, არაფერი ობიექტური არ იქნება და ქვეყანაში სულ არეულობა იქნება. ამიტომ მგონია, რომ დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ჭიჭინაძემ პოლიციელზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულ 21 წლის მათე დევიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვხატო მათე დევიძეს მიმართ. ძლიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, რამდენი ხანიც მოუწევს საპატიმროში ყოფნა, ძლიერად და მხნედ იქნება, ეს უკვე ჩანს. პირველ რიგში, მე გამძლეობას ვუსურვებ მას“, - აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება