დიმიტრი საძაგლიშვილი - ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ - ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ მოსამართლე, რომელმაც დღეს ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, ნასამართლევია.

როგორც საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, საუბარია სამსახურებრივ გულგრილობაზე, რაც სავარაუდოდ, დაახლოებით 19 წლის წინ მოხდა.

„რაც შეეხება ინფორმაციას თავად მოსამართლესთან დაკავშირებით, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს მოსამართლე არის ნასამართლევი წლების წინ სამსახურებრივ დანაშაულზე. რამდენადაც ვიცით, საუბარია სამსახურებრივ გულგრილობაზე და დაახლოებით 19 წლის წინ მოხდა ეს ფაქტი. ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო „კლანისთვის" არის იდეალური, რადგან მას მინიმალური საშუალებაც კი არ ექნება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიტიკური ხელისუფლებიდან წამოსულ მითითებების შესრულებას. ის იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების ბრმა და უსიტყვო შემსრულებელი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისი განმარტებით, ნიკა გვარამია ჯერ რუსთავის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს და შემდეგ მოხდება მისი ციხეში განთავსება.

„სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი არ არის. ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდება სამმართველოში დოკუმენტაციის შევსებას და მერე მოხდება ციხეში გადმოყვანა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ დააკავა სისტემამ ნიკა გვარამია უფრო ადრე, ადვოკატის განცხადებით, „შეუძლებელია რაიმე ანალიზი გაკეთდეს რეჟიმის ქმედებებზე და მის გადაწყვეტილებებზე“.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას დაკავების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ეს არ არის სასამართლო, არამედ არის ფარსი.

„ნიკა გვარამია არ დაესწრო დღეს "სასამართლო პროცესს". ბრჭყალებში იმიტომ, რომ ეს სასამართლო პროცესი არ არის. ეს არის ფარსი, სპექტაკლი, სადაც როლები არის განაწილებული. ვიღაცას აცვია მანტია და აქვს მოსამართლის როლი, ვიღაცას პროკურორის, ჩვენ ადვოკატის როლი. ნიკა გვარამიამ უარი თქვა ამ ფარსში მონაწილეობაზე. ცხადია, წინასწარ ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ე.წ. მოსამართლის მიერ",- განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება