აქციებზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ჯანო არჩაია გამომძიებელს - რატომ არ იცოდა ჩემმა ოჯახმა ჩემი დაკავების შესახებ? რატომ არ მომეცით ზარის განხორციელების უფლება?

რატომ არის საჭირო ტყუილები, ოჯახს შევატყობინეთო? არავის შეუტყობინებია, ჩემმა ოჯახმა არ იცოდა, სად ვიყავი, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ჯანო არჩაიამ სასამართლო პროცესზე გამომძიებელ გოგიტა ხარატიშვილს.

სწორედ აღნიშნული გამომძიებელი აძლევს ახლა სასამართლოში ჩვენებას.

როგორც ბრალდებულის კითხვებიდან ირკვევა, ის „პოლიციაში მოტყუებით მიიყვანეს“. აღნიშნულის საპასუხოდ გამომძიებელმა განაცხადა, რომ „არ ესმის, რაზე საუბრობს“.

„რატომ არ იცოდა ჩემმა ოჯახმა ჩემი დაკავების შესახებ? რატომ არ მომეცით ზარის განხორციელების უფლება?.. რამდენი ხანი გეხვეწებოდით სასწრაფო გამოგეძახებინათ, რადგან მეუღლე გახდა ცუდად. რატომ არის საჭირო ტყუილები, ოჯახს შევატყობინეთო? არავის შეუტყობინებია, ჩემმა ოჯახმა არ იცოდა, სად ვიყავი.

პოლიციასთან მიგვიტყუეს, ხელია საბუთებზე მოსაწერიო, სხვათა შორის, ჩემი ბიჭიც დაკავებული გყავდათ და ამბობთ, მარტო დავაკავეო“, - განაცხადა არჩაიამ.

აღნიშნულზე მას გამომძიებელმა უთხრა: „ვერ ვხვდები, რაზე საუბრობთ“.

„პოლიციასთან მანქანის დაპარკინგებაც არ მაცადეთ, საღამოს 9 საათამდე გეჯექით მანქანაში გაურკვეველი მიზეზით, გამვლელსაც არ უშვებდით. ჩემი ბიჭი რატომ დააკავეს ან მე თუ დამაკავეს, რატომ არ მომცეს საშუალება ოჯახთან დამერეკა?“, - იკითხა არჩაიამ.

აღნიშნულის საპასუხოდ გამომძიებელმა განაცხადა, რომ „მისი ოჯახისთვის შეტყობინება ვადებში მოხდა“.

„მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თქვენს შვილს რა პრობლემა ჰქონდა, ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა ხარატიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო