მედია - ისრაელი ირანზე საჰაერო დარტყმებს აგრძელებს

ისრაელი ირანზე საჰაერო დარტყმების განხორციელებას განაგრძობს, - ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ თავრიზში ისრაელმა სამხედრო საჰაერო ბაზას დაარტყა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს, დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო.

BBC-ი წერს, რომ ნათანზს ათიათასობით ცენტრიფუგა აქვს და ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის ძირითადი კონტრიბუტორია.

ახალი დარტყმები ისრაელის მიერ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელის, საჰაერო ძალების მეთაურის და სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო პირებისა და ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერების ლიკვიდაციიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს