რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა, სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებელი სკოლის წარმომადგენლებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა, სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებელი სკოლის წარმომადგენლებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა ჰუმანიტარული ტვირთი - 20 ცალი სასაჩუქრე ყუთი და 30 ფუთა ტანსაცმელი - ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებელი სკოლის წარმომადგენლებს გადასცეს.

დეკანოზმა გიორგი გოგესაშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თანამშრომლებს გაწეული დახმარებისათვის.

აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება