ბათუმში პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით სუპერმარკეტში, მოლარეზე თავდასხმისა და 2145 ლარის დაუფლებისთვის ბრალდებულებს 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბათუმში, ბრალდებულები პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სუპერმარკეტ „ბილიონში“, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ მოლარეს და 2145 ლარს დაეუფლნენ.

„ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) წარედგინათ.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს