ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება

საფრანგეთმა ირანის ბირთვული პროგრამა არაერთხელ დაგმო და საპასუხოდ ყველა შესაბამისი დიპლომატიური ზომა მიიღო, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ამ კონტექსტში, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება“, - აცხადებს მაკრონი.

მისი თქმით, რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად, ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

„ირანსა და მის ბირთვულ პროგრამაზე ისრაელის დარტყმების შემდეგ, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭო მოვიწვიე. მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა რეგიონში ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი დიპლომატიური და სამხედრო მისიების დასაცავად. ასევე განხორციელდება ყველა ზომა ჩვენი ეროვნული ტერიტორიისა და ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა ითანამშრომლოს ყველა თავის პარტნიორთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დეესკალაციის უზრუნველსაყოფად.

„დღეს ვესაუბრე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, იორდანიის მეფეს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, კატარის ემირს, გერმანიის კანცლერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და შეერთებული შტატების პრეზიდენტს. რეგიონში ყველასთვის მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი წამყვანი პრინციპი უნდა დარჩეს“, - აცხადებს მაკრონი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს