ანა დოლიძე - მუნიციპალიტეტები არაფერს აკეთებენ ხალხის უსაფრთხოებისთვის

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე 16 წლის მოზარდის მდინარე ლიახვში დახრჩობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, მან და მისმა გუნდის წევრებმა 2018 წელს დაიწყეს კამპანია “იცურე მშვიდად”, რომელიც წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის შემცირებას ისახავდა მიზნად, თუმცა, ანა დოლიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტები საზოგადოების უსაფრთხოებისთვის არაფერს აკეთებდნენ.

„მორიგი უმძიმესი ტრაგედია. ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც დავიწყეთ კამპანია “იცურე მშვიდად”, რომელიც მიზნად ისახავდა წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის შემცირებას, შევიმუშავეთ რეკომენდაციები და წარვუდგინეთ ადგილობრივ თვითმმართველობებს. თუმცა, მუნიციპალიტეტები არაფერს არ აკეთებენ ელემენტარულად ხალხის უსაფრთხოებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ზომები უნდა მიეღო თედოწმინდაში მერის წარმომადგენელს - დავით ავაზნელს.

ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას”, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება