გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, შესაბამისი პროცედურების დაწყების მიზნით, საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა

საპროკურორო საბჭომ, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი დაიწყო, რაც კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად ერთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპროკურორო საბჭოს წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის მიერ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც, საპროკურორო საბჭოს წევრებმა, კანონით დადგენილ ვადაში, საქართველოს პარლამენტისთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატი უნდა წარმოადგინონ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

საპროკურორო საბჭო, მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

საპროკურორო საბჭოს მორიგი სხდომა 17 ივნისს გაიმართება, რა დროსაც საბჭოს წევრები გენერალური პროკურორობის კანდიდატებს წარმოადგენენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება