ლევან სანიკიძე ოპოზიციაზე - ხელის გადაგრეხას არავინ აპირებს, მაგრამ პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას მივიღებთ - უმჯობესია, არჩევნებში არ შევიდნენ, ვიდრე შევიდნენ და ივანიშვილის სისტემურ ოპოზიციონერობაზე ხელი მოაწერონ

თუ ქართველი ხალხი კომპრომისზე არ მიდის, თუ სინდისის პატიმრები კომპრომისზე არ მიდიან, არც ის ხალხი არ უნდა წავიდეს ივანიშვილთან კომპრომისზე და წულუკიანს ხარკი არ უნდა უხადოს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ამ ხალხის ლიდერი უნდა იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისთვის ის ხალხი უფრო დასაფასებელია, ვინც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო დაკისრებული გირაო არ გადაიხადა.

„ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს, ვინც გადაიხადა, არ ვაკნინებ გადაწყვეტილებას და მათ ამ ქმედებას ეჭვქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ ვინც არ გადაიხადა, ბევრად ვუფასებ, რადგან მიმაჩნია, რომ ივანიშვილთან კომპრომისზე წასვლის დრო დიდი ხნის წინ დამთავრდა. თუ ქართველი ხალხი კომპრომისზე არ მიდის, თუ სინდისის პატიმრები არ მიდიან კომპრომისზე, არც ის ხალხი არ უნდა წავიდეს ივანიშვილთან კომპრომისზე და წულუკიანს ხარკი არ უნდა უხადოს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ამ ხალხის ლიდერი უნდა იყოს“, - განაცხადა სანიკიძემ.

მან ასევე ისაუბრა მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და განაცხადა, რომ მათი პარტია არც კი განიხილავს მასში მონაწილეობას.

„ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ამ ვითარებაში გადახედვასაც კი არ ექვემდებარება, ფიქრიც კი სისულელეა, თუ ამ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ტარდება, თუ არ იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისია და თუკი, პოლიტპატიმრები ციხეში რჩებიან და მათი რიცხვი იზრდება, ჩვენ არც კი განვიხილავთ ფიქრსაც კი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე, რადგან ამას არსებული პირობებით არც კი ვუწოდებთ არჩევნებს. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, ხელის გადაგრეხას არავინ არ აპირებს, მაგრამ პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას მივიღებთ, რადგან საზოგადოების აზრი და ის რისხვა, რომელიც დამსახურებული აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც ახლა მერყეობენ შესვლა-არ შესვლაზე, მე მგონი საკუთარ თავზე გამოცადეს, მათივე პარტიებისთვის უმჯობესია, არ შევიდნენ და რაც ჰყავთ, ის ელექტორატი შეინარჩუნონ, ვიდრე შევიდნენ და ივანიშვილის სისტემურ ოპოზიციონერობაზე ხელი მოაწერონ“, - განაცხადა სანიკიძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია