რომის პაპმა ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რომის პაპ ლეო XIV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რომის პაპ ლეო XIV-ს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება.

„მსგავს დელიკატურ მომენტში მსურს პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ გავიმეორო. ბირთვული საფრთხეებისგან თავისუფალი უსაფრთხო სამყაროს შექმნისკენ სწრაფვა გულწრფელი დიალოგის გზით უნდა მოხდეს, რათა სამართლიანობაზე, ძმობასა და საყოველთაო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა შეიქმნას“, - განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, „სხვის არსებობას საფრთხე არავინ უნდა შეუქმნას“.

„ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს შერიგებისკენ მიმავალი გზების შექმნითა და ისეთი გადაწყვეტილებების ხელშეწყობით, რომლებიც ყველასთვის უსაფრთხოებასა და ღირსებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა რომის პაპმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება