კაია კალასი - ევროკავშირი ყოველთვის ნათლად ამბობდა: ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება არ უნდა მიეცეს - დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს

კაია კალასი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ვესაუბრე. რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკი სახიფათოდ მაღალია. დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს. ევროკავშირი ყოველთვის ნათლად ამბობდა: ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება არ უნდა მიეცეს. მდგრადი გადაწყვეტის მიღწევა მხოლოდ დიპლომატიით არის შესაძლებელი. ევროკავშირი მხარდაჭერისთვის მზად არის“, - წერს კაია კალასი.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის განხორციელებული სარაკეტო დარტყმებით შეშფოთებულია.

„სიტუაციის დეესკალაცია სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შემდგომი ზიანი თავიდან უნდა ავიცილოთ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას მას სიმშვიდისკენ მოვუწოდე“, - აღნიშნა დევიდ ლემიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება