ვახტანგ გომელაური - გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ - ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე

გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ - ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე,- ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდის შესახებ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაურის თქმით, ზოგადად, როდესაც საქმე მსგავს საკითხებს ეხება, ის თანხმდება, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ისე სხვა ხელმძღვანელებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, თუმცა გომელაური აზუსტებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მისი სამსახური ინფორმირებული არ იყო.

„ვიყავი თუ არა საქმის კურსში საგუშაგოს აღმართვის შესახებ, შევთანხმდით თუ არა... გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიაა, აქედანაც და იქიდანაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება, ისინი მერე უკვე ამ საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ყოფილა დათანხმება იქითა მხრიდან: გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ასე ხდებოდა. ასე რომ, მარტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რომ ჩააყენო საქმის კურსში ან რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა, უსაფრთხოების სამსახური, შემდეგ ჩვენ ვაყენებთ საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასე ხდებოდა ყველაფერი. ამ შემთხვევაში გავიგეთ პოსტ-ფაქტუმ.

ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა და პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ, გზის დამუშავება დაიწყო, გაყვანა, მოსწორება. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა, როგორც ვიცი, არ იყო. ჩვენ მოვახსენეთ ეს, როგორც მე მახსოვს.

ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე. მაინც გაკეთდა ეს. რატომ არ გამოიყვანეთ უკან, რატომ დავტოვეთ, ამაზე დღეს პასუხს ვერ გეტყვით. ამაზე მოკვლევა მიდის“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო