ემანუელ მაკრონი  - ირანის პრეზიდენტს ვესაუბრე - ბირთვული პროგრამის საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, ამიტომ მოვუწოდე, სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშკიანს ესაუბრა.

აღნიშნულის შესახებ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, ირანის პრეზიდენტისადმი მისი პირველი გზავნილი საფრანგეთის ორი მოქალაქის გათავისუფლება იყო.

"ჩემი პირველი გზავნილი იყო ჩვენი თანამემამულეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარიზის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა, რომლებიც ირანის რეჟიმის მიერ სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიუღებელ პირობებში მძევლები არიან.რეგიონში დესტაბილიზაციის სერიოზული რისკის გათვალისწინებით, მოვუწოდე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდნენ სამიზნე. ასევე მოვუწოდე მაქსიმალური თავშეკავებისკენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ირანის ბირთვული პროგრამასერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ამიტომ, მოვუწოდე პრეზიდენტ ფეზეშკიანს, სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად - ეს დეესკალაციის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა.ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ და მობილიზება მოვახდინოთ ყველა ჩვენი ძალისხმევის ამ მიზნის მისაღწევად”,- წერს მაკრონი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს