ეზიდები თბილისის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ

საქართველოს ეზიდთა თემი დღეს „ტავაფა ეზიდს"- თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის ეზიდური ტაძარი რეგიონული მნიშვნელობის სამლოცველოა მთელ ეზიდურ სამყაროში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან მომლოცველები.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს ტაძრის დღესასწაულს ულოცავს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება