საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელგრადიდან პირველი პირდაპირი რეისი Air Serbia-მ ცოტა ხნის წინ შეასრულა. პირველი რეისის მგზავრებს შორის სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი და საქართველოსა და სომხეთში სერბეთის ელჩი, ტატიანა პანაიუტოვიჩ ცვეტკოვიჩი დახვდნენ.

თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.

Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16,839 მგზავრი შეადგინა. რაც 66%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე