ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივიღეთ შეტყობინებები, რომ აშშ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა არ გვჯერა და გვაქვს მტკიცებულებები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, სეიედ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებში „ამერიკა პარტნიორია“ და მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

არაღჩი აშშ-ს მოუწოდებს, დაგმოს ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები. მისი მტკიცებით, თავდასხმები არასდროს მოხდებოდა აშშ-ს ისრაელისთვის მწვანე შუქი რომ არ აენთო და მხარდაჭერა არ აღმოეჩინა.

„მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხებიდან, რომ აშშ ამ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა, არ გვჯერა ამ განცხადების და გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც მას ეწინააღმდეგება“, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელი.

მისი თქმით, აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს შეეძლო შეთანხმების გზა გაეხსნა, მაგრამ ისრაელმა მოლაპარაკებების საბოტაჟი მოახდინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს