რობერტ ფიცო - სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე კენჭისყრის გადადებას მანამ, სანამ გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება.

უკრაინული მედიის ცნობით, ფიცომ განაცხადა, რომ მან სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იური ბლანარს სთხოვა, 18 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე სანქციების პაკეტის სასარგებლოდ ხმა არ მისცეს მანამ, სანამ რუსული გაზის მიწოდების საკითხი არ გადაწყდება.

„გვსურს, რომ ახლა სანქციებზე კი არა, ამ თემაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა ფიცომ.

მისი თქმით, ბრატისლავას სურს იცოდეს, რა გარანტიები იქნება წარმოდგენილი გაზის საკმარისი რეზერვების ხელმისაწვდომობასთან და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ფასები მკვეთრად არ გაიზრდება.

„სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს“, - დასძინა ფიცომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს