თაზო დათუნაშვილი - ჩორჩანას შესახებ გამოძიება ცალსახად პოლიტიკური დევნის მიზანს ემსახურება - ეს არის ღრმად ჩახლართული, რუსულ სპეცსამსახურებთან შეთანხმებული ძალიან ბინძური კამპანია

ჩორჩანას შესახებ გამოძიება ცალსახად და ყოველგვარი მეორე მოსაზრების გარეშე პოლიტიკური დევნის მიზანს ემსახურება, - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

დათუნაშვილის თქმით, ის ყველა პოლიტიკური დევნის მსხვერპლის მიმართ აბსოლუტურად სოლიდარულია.

„ჩორჩანას შესახებ გამოძიება ცალსახად და ყოველგვარი მეორე მოსაზრების გარეშე პოლიტიკური დევნის მიზანს ემსახურება. „ჰოი, საოცრებავ რატომ დადგეს გახარიას მინისტრობის დროს საგუშაგო ჩორჩანაში” - ამ თემის გამო გახარიას გამოეკიდონ, ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სარჩული აქვს. თორემ ვინმეს რეალურად, რომ ადარდებდეს რაიმე სამართლებრივი მოკვლევა ამ თემასთან დაკავშირებით ან ამ ყველაფერში მართლა რაიმე ბრალეულობა არსებობდეს გიორგი გახარიას ისეთი, ეგეთ კაცს, ალბათ, შემდეგ პრემიერ-მინისტრად არ დააწინაურებდნენ. ამიტომ არავითარ რაიმე მოკვლევაზე აქ საუბარი არ არის, აქ საუბარია პირდაპირ პოლიტიკურ დევნაზე. ყველა პოლიტიკური დევნის მსხვერპლის მიმართ აბსოლუტურად სოლიდარული ვარ.

გარდა პოლიტიკური დევნის მიზნისა, ეს ძალიან ღრმა პოლიტიკურ, სიმბოლიკურ დატვირთვას ემსახურება, რაც არის რუსეთის წინაშე ქედის მოხრა და ამ პოლიტიკურ დევნაში რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკის გამოყენება. ამიტომ ეს არის ღრმად ჩახლართული რუსულ სპეცსამსახურებთან შეთანხმებული ძალიან ბინძური კამპანია”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჩორჩანას ეპიზოდის შესწავლა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება.

ამასთან, გუშინ, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაბარებული იყო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია