ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

ისრაელში, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, განგაშის სირენები ამოქმედდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დააფიქსირეს.

Magen David Adom-ის ცნობით, მათი მედიკოსები, რეაგირების მიზნით, რამდენიმე ადგილზე მიემართებიან.

ისრაელის ეროვნული საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ჩამოვარდნილი რაკეტის ფრაგმენტებმა ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.

შეგახსენებთ, ირანი და ისრაელი ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მას შემდეგ აგრძელებენ, რაც ისრაელმა პარასკევს დილით ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ბირთვული და სამხედრო ობიექტები დაბომბა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს