ლევან ცუცქირიძე - სასამართლოში მიმდინარე პროცესები არის მიკერძოებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური რეპრესიების სიმბოლო, ადამიანებს არაფრის გამო აპატიმრებენ

ეს პროცესები არის მიკერძოებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური რეპრესიების სიმბოლო, ადამიანებს არაფრის გამო აპატიმრებენ - ყოველი უსამართლობა დიდ ბრაზს ბადებს საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ამათ წალეკავს,- ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის" ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ, სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან ცუცქირიძის თქმით, მაშინ როდესაც არცერთი პოლიციელი არ არის დასჯილი, „ადამიანებს სასჯელს წლობით უსჯიან“.

„სასამართლოში მიმდინარე პროცესები არის მიკერძოებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური რეპრესიების სიმბოლო, ადამიანებს არაფრის გამო აპატიმრებენ, როდესაც არცერთი ის პოლიციელი, რომელიც სასიკვდილოდ იმეტებდა ჟურნალისტებსა და ახალგაზრდებს ქუჩაში, სახეში წიხლებს ურტყამდნენ, არცერთი მათგანი არ არის დასჯილი და სხვებს არაფრის გამო წლობით უსჯიან სასჯელს.

ეს მცდელობაა ხალხის შეშინების და ყოველი უსამართლობა დიდ ბრაზს ბადებს საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ამათ ["ქართულ ოცნებას"] წალეკავს",- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება