გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურს ბლეიზ მეტრეველი უხელმძღვანელებს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახურს, MI6-ს, 116-წლიან ისტორიაში პირველად ქალი, ბლეიზ მეტრეველი უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბლეიზ მეტრეველი, რომელიც საიდუმლო დაზვერვის სამსახურს 1999 წელს შეუერთდა, ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი გახდება და სერ რიჩარდ მურს შეცვლის, რომელიც ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ შემოდგომაზე თანამდებობას დატოვებს.

47 წლის ბლეიზ მეტრეველი ამჟამად ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელია.

„MI6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და გაერთიანებული სამეფოს ინტერესების საზღვარგარეთ წინ წამოწევაში. მოუთმენლად ველი ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, - აღნიშნა მეტრეველმა.

პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას ისტორიული უწოდა.

გამოცემა The Financial Times-ი კი წერს, რომ ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია, რაც მის აღმოსავლეთ ევროპულ წარმომავლობას ასახავს. როგორც გამოცემა წერს, კოლეგები ამბობენ, რომ ის არაბულის შესანიშნავად მოლაპარაკეა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის საომარ ზონებში, მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება