პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე, გურჯაანში, ქართველი კინოვარსკვლავის სახლ-მუზეუმში პრემია „ელისოს“ დაჯილდოება გაიმართა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო ფილმი:

წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი)

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა - წლის საუკეთესო ფილმი: ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე)

საუკეთესო რეჟისორი:

მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)

საუკეთესო მსახიობი:

დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი)

მზია არაბული (გზაჯვარედინზე)

საუკეთესო ოპერატორი:

ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია)

საუკეთესო მონტაჟი:

მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)

საუკეთესო მხატვრული გაფორმება:

ქეთევან ნადიბაიძე (პანოპტიკონი)

ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ქართული ლიტერატურისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გახდა მწერალი - ნინო ხარატიშვილი.

“ელისოს” არსებობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნების, განსაკუთრებით კი, ქართული კინოს მხარდაჭერა. მსგავსი ღონისძიებები არამხოლოდ აძლიერებს კინოს ინდუსტრიას, არამედ ქმნის სტიმულს ახალი თაობისთვისაც. ხელოვნებისა და კინოს მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, რადგან, მიგვაჩნია, რომ კულტურა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი საყრდენია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, შევქმნათ სივრცეები, სადაც ხელოვანები თავიანთ ხედვებს გააცოცხლებენ, სათქმელს ხმამაღლა და თავდაჯერებულად იტყვიან.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება