პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე დაიბარა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე დაიბარა. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს, გიორგი ჭოლაძე იმ ოთახში იმყოფებოდა, საიდანაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია ბრძანებებს გასცემდა.

წულუკიანის განმარტებით, ჭოლაძე კომისიაზე 19 ივნისსაა მიწვეული.

„სხდომას 19-ში დახურავს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლაზე ისაუბრებს, ვინაიდან ის გიორგი გახარიასთან, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში. იმ ოთახში, სადაც ბატონი გიორგი გახარია იმყოფებოდა და საიდანაც ის გასცემდა ბრძანებებს. მასთან ერთად განხილული იქნება 20 ივნისი და სხვა თემები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კვლევისთვის, ვინაიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში, რომელიც მინისტრების, ან პრემიერის გარშემო ვითარდება,“ - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეორედ დაიბარა. წულუკიანის თქმით, გახარია კომისიის 23 ივნისის სხდომაზეა დაბარებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება