17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

PSP-ს აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება, რაც გულისხმობს მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შვეიცარიული კომპანიის „მიკროლაიფის“ უზუსტესი წნევის საზომი აპარატებით დიაგნოსტიკას.

„მიკროლაიფის“ მოწყობილობების სიზუსტე, სანდოობა და ინოვაციური ტექნოლოგიები, საშუალებას იძლევა, აღმოვაჩინოთ სხვა დარღვევები და დროულად მივმართოთ ექიმს.

ტონომეტრების მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი: მაჯის და მხრის, ავტომატური და ნახევრადავტომატური, PC კავშირით და სხვ. მარტივი და მოსახერხებელია სახლის პირობებში გამოყენებისთვისაც. ასე მაგ., AFIB ტექნოლოგია გაზომვისას ამოიცნობს არითმიის რისკს. ამ უნიკალური ტექნოლოგიის გამო, ითვლება "Microlife” ინსულტის პრევენციის პირველ ნაბიჯად.

მარტივი და კომფორტული ინტერფეისი, Touch ეკრანები და დიდი ციფრები – შესაფერისია ყველა ასაკისთვის, მათ შორის უფროსი თაობისთვის. ტონომეტრი ავტომატურად აკეთებს სამ გაზომვას და აჩვენებს საშუალო მნიშვნელობას, რაც ამცირებს ცდომილებას.

ზოგ მოდელში ინტეგრირებული Bluetooth საშუალებას იძლევა მომხმარებელმა მარტივად გადაიტანოს მონაცემები მობილურში და/ან გაუზიაროს ექიმს. ყველა მოდელი ტესტირებულია კლინიკურად (ESH, BHS, MAM ) და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით როგორც ექიმებისთვის, ასევე საოჯახო გამოყენებისთვის.

მონიტორინგის შედეგად არითმიის რისკის აღმოჩენისას, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს გადაეცემა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგის კონსულტაციის 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, ივლისის ბოლომდე სარგებლობისთვის.

მონიტორინგის დღეები იწყება თბილისში, 17 ივნისს პეკინის N14-ში მდებარე PSP აფთიაქში და გავრცელდება სხვადასხვა უბანში, ასევე ეტაპობრივად ჩატარდება რეგიონებში. მომხმარებლებს განრიგის ნახვა შეუძლიათ PSP-ს ოფიციალურ გვერდებზე www.psp.ge და https://www.facebook.com/psp.ge

„მიკროლაიფი“ (Microlife) მსოფლიო ლიდერია სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურის წარმოებაში. არტერიული წნევის მონიტორების, ციფრული თერმომეტრების და ნებულაიზერების შვეიცარიული ხარისხი და სიზუსტე, განაპირობებს ამ აპარატურის მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმების მაღალ ნდობას.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება