რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს, დარტყმები 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 138 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 125 დრონი გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დარტყმები 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევები კი რვა ადგილას დაეცა.

რუსებმა შეტევა ბრიანსკის, კურსკის, ორიოლისა და შატალოვოს მიმართულებებიდან განახორციელეს. თავდასხმის მთავარი მიმართულება დონეცკის რეგიონი იყო.

უკრაინული მედიის ცნობით, 16 ივნისის ღამეს კიევზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ჩერკასის ოლქში ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების ნამსხვრევებმა საცხოვრებელი შენობები, ავტოფარეხი და გაზსადენი დააზიანა, ერთ-ერთი სოფლის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ზაპოროჟიეში, თავდასხმის შედეგად, სამრეწველო ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

დრონებით თავდასხმის გარდა, რუსებმა დონეცკის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ოლქში მნიშვნელოვანი ზიანი დაფიქსირდა: განადგურდა და დაზიანდა კერძო და მრავალსართულიანი სახლები, მაღაზია, ორი საწარმო, გაზსადენი, საწყობები, სათბურები და ტექნიკა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს