ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის სარაკეტო გამშვების მესამედი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოთხდღიანი ოპერაციის ფარგლებში, ირანის კუთვნილი 120-ზე მეტი სარაკეტო გამშვები გაანადგურეს, რაც, მათი მტკიცებით, ირანელების რაკეტების საერთო რაოდენობის მესამედია, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა კვირა საღამოს 20-ზე მეტი მიწა-მიწა კლასის რაკეტა მანამდე გაანადგურა, სანამ მათ ისრაელის ტერიტორიისკენ გაუშვებდნენ.

დეფრინის თქმით, საჰაერო ძალებმა ირანის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ისპაჰანში, დაახლოებით 100 სამხედრო სამიზნეზე დარტყმისთვის 50-მდე გამანადგურებელი და თვითმფრინავი გამოიყენეს.

„ამ იერიშების დროს დარტყმები ერთდროულად 20-ზე მეტ რაკეტაზე, ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიისკენ მათ გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, განხორციელდა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს