„საქართველოს ბანკი“ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტშია

„საქართველოს ბანკის“ კამპანია „საქართველოს ხმა“ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის Audio & Radio-ს კატეგორიაში რჩეულთა შორის მოხვდა.

აღნიშნულ კატეგორიაში 704 პროექტი იყო წარდგენილი, რომელთაგან 68 შორთლისტში დასახელდა. მათ შორისაა „საქართველოს ხმა“. კანის ლომების გამარჯვებულები საფრანგეთში, კანში მიმდინარე ფესტივალზე 20 ივნისს გამოვლინდებიან.

კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტში მოხვედრა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მათ მიერ გაწეული ძალისხმევისათვის. „საქართველოს ხმაკამპანიაა, რომელიც 26 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შედეგად წარმოქმნილი ემოციების გამოძახილია. აღნიშნული ინიციატივა და მისი წარმატება კი გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ - ჩვენი მიზანი ხომ ქვეყნის და საზოგადოების გულისცემაზე ხელის ჭერაა, რათა შევქმნათ ადამიანებისთვის გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ხმა საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ შექმნილი და აღსრულებული კამპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების აღსანიშნად შეიქმნა. გამარჯვების მეორე დღეს, 27 მარტს საქართველოს ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვისას ისმოდა დაუვიწყარი ფრაზა – „გილოცავთ, საქართველო ევროპაზეა, საქართველო ფორმაშია“.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს