სტუდიო ლიბერთი "ქარავან არტ ფორუმის" სპონსორია

დღეიდან, ლიბერთის პრემიუმ საბანკო მომსახურება - "სტუდიო ლიბერთი" თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “ქარავან არტ ფორუმის” სპონსორი გახდა, რაც ფესტივალის მხარდაჭერას და თანამედროვე ქართული ხელოვნების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

“ქარავან არტ ფორუმ ქუთაისი” საქართველოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და წარადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მხატვრების, ფოტოხელოვანების, ხელოვნებათმცოდნეების და კურატორების პროექტებს. წლევანდელი ფესტივალი 16-19 ივნისს ქუთაისში შედგება.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ქარავან არტ ფორუმს -თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას. სტუდიო ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც კულტურული გარემოს განვითარებას უწყობს ხელს და საზოგადოებას ახალ გამოცდილებებს სთავაზობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი ქუთაისში იმართება - ქალაქში, სადაც სტუდიო ლიბერთის პირველი უნიკალური სივრცე შევქმენით“,- ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„სტუდიო ლიბერთის მხარდაჭერა არტ ფორუმს დაეხმარება სამომავლო განვითარებაში და თავის წვლილს შეიტანს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის პროცესში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ხელოვნებისთვის და განსაკუთრებით, არტისტებისთვის“ - შალვა ხახანაშვილი, ქარავან არტ ფორუმის დამფუძნებელი.

“სტუდიო ლიბერთი” ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა - პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge

აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება