ზურაბ ბატიაშვილი - არ არსებობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თუ მიგრანტების ტალღა მოგვადგა, რას ვშვრებით - საზღვარზე არის მონაკვეთები, სადაც 7 კილომეტრზე ერთი მესაზღვრე გვყავს

სახელმწიფო მომზადებული გეგმით უნდა ხვდებოდეს ასეთ ამბებს, მაგრამ ამათ ასეთი რაღაცები არ აინტერესებს, ესენი საფრთხეს ხედავენ ქვეყნის შიგნით, საფრთხეს ხედავენ რუსთაველზე გამოსულ საპროტესტო მოქალაქეებში და არა იმაში, რომ გარედან მოდის რეალურად ნებისმიერი ქვეყნის საფრთხე, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ისრაელ-ირანის გარშემო მიმდინარე პროცესებზე და მიგრანტების საქართველოში შესაძლო შემოდინებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, თუ ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო, საქართველოს მიგრანტების საკმაოდ დიდი ნაკადი მოაწყდა, უნდა არსებობდეს თუ არა ამ მხრივ უსაფრთხოების შესაბამისის ზომები და როგორ უნდა ემზადებოდეს ქვეყანა ყველა იმ რისკისთვის, რომელიც მომდინარეობს სამხედრო ესკალაციიდან, ანალიტიკოსმა უპასუხა, რომ ყველა ის ინსტიტუტი გაუქმებულია, რომელიც ასეთ დროს რისკებსა და საფრთხეებს აფასებდა და წინასწარ ემზადებოდა მსგავსი პროცესებისთვის.

“თავის დროზე საქართველოს ჰყავდა ინსტიტუტები, მაგალითად, უსაფრთხოების საბჭო, სადაც მსგავს საკითხებს პროფესიულ დონეზე კოორდინაცია ეწეოდა და მუშავდებოდა გეგმები, კრიზისულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცე. ამისთვის სახელმწიფო წინასწარ უნდა იყოს მომზადებული, თეორიულ დონეზე უნდა ჰქონდეს გეგმა გაწერილი და შემდეგ უწყებები კოორდინირებულად უნდა ასრულებდნენ ამ ყველაფერს.

ახლა, როდესაც “ქართულ ოცნებას” მიტაცებული და გაუქმებული აქვს ინსტიტუტები, არ არსებობს არც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ანუ თეორიულ დონეზე არ არსებობს უწყებებს შორის შეთანხმებული, რა საფრთხეებია მოსალოდნელი ამ შემთხვევაში და მიგრანტების ტალღა თუ მოგვადგა, რას ვშვრებით. ვიღაცამ შეიძლება მარტივად თქვას, საზღვრები ჩავკეტოთო, საზღვრების ჩაკეტვა ასეთი მარტივი არ არის. ესენი (“ქართული ოცნება”) ცდილობენ და აკეთებენ გდდ-ს მაქსიმალურ უზრუნველყოფას იმისთვის, რათა რუსთაველის გამზირზე ბავშვები სცემონ, დაუსისხლიანონ თავ-პირი, მაგრამ საზღვარზე არავინ ფიქრობს და არის მონაკვეთები, სადაც 7 კილომეტრზე ერთი მესაზღვრე გვყავს და როგორ გინდა, ეს საზღვარი გააკონტროლო? როგორ გინდა ჩაკეტო საზღვარი ფიზიკურად, თუ მოგადგება 100 ათასი ადამიანი, მათ შორის, ბევრი იქნება ქალი და ბავშვი და ჰუმანიტარული მოსაზრებებითაც რას იზამ? ავტომატს ხომ არ ესვრი მათ. ამიტომ, სახელმწიფო მომზადებული გეგმით უნდა ხვდებოდეს ასეთ ამბებს, მაგრამ ამათ ასეთი რაღაცები არ აინტერესებს, ესენი საფრთხეს ხედავენ ქვეყნის შიგნით, საფრთხეს ხედავენ რუსთაველზე გამოსულ საპროტესტო მოქალაქეებში და არა იმაში, რომ გარედან მოდის რეალურად ნებისმიერი ქვეყნის საფრთხე”, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია