ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ დაწესებული სანქციები 2026 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა.

„ევროკავშირი არ აღიარებს და კვლავ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ევროკავშირის მიერ 2014 წლის ივნისში დაწესებული სანქციები უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან ევროკავშირში საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას მოიცავს.

ასევე, ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ექვემდებარება გარკვეული ტიპის საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში სატრანსპორტო, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედი კომპანიებისთვის და ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოსაპოვებლად და საწარმოებლად საჭირო აღჭურვილობის მიწოდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს