ზურა ხაჩიძემ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ზურა ხაჩიძემ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

შესაბამისი ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც მადლობას უხდის პარტია „ქართულ ოცნებას“.

ხაჩიძე ამბობს, რომ მისთვის “ქართულ ოცნების” რიგით წევრად და მხარდამჭერად ყოფნა „დიდი პატივია” .

„დილიდან ვაპირებდი დამეწერა სტატუსი და ამ დრომდე ვერ მოვახერხე…

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტია “ქართულ ოცნებას”, იმისათვის, რომ მომცა საშუალება 2019 წლიდან დღემდე, ვყოფილიყავი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე.

ასევე, მადლობა უმაგრეს ადამიანს ბესიკ ამირანაშვილს, მასთან ერთად და მისი დახმარებით სახელმწიფო სამსახურში ყოფნის პერიოდში ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინე. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. მადლობა ყველას, ვინც მომცა საშუალება, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი რეგიონისთვის!

მადლობა თითოეულ ჩემს თანამშრომელს გვერდით დგომისთვის. რეგიონის კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

წარმატებებს ვუსურვებ ამჟამინდელ რწმუნებულს ბატონ ზაალ გელაშვილს!

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო “ქართული ოცნების” რიგითი წევრი და მხარდამჭერი. ღმერთი ფარავდეს, ჩემთვის საამაყო რეგიონს და სრულიად საქართველოს!“, - წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება