პეტერ ფიშერი - ევროკავშირი „ერთიანია მრავალფეროვნებაში“, საკუთარი კულტურისა და ტრადიციების დათმობა არავის უწევს, თუმცა გასაწევრიანებლად აუცილებელია ევროკავშირის კანონები მიიღოთ

ევროკავშირი „ერთიანია მრავალფეროვნებაში“, საკუთარი კულტურისა და ტრადიციების დათმობა არავის უწევს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ქართველ და უკრაინელ მოსწავლეებთან ერთად, რომლებიც სწავლობენ ევროკავშირისა და ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ. ევროკავშირი „ერთიანია მრავალფეროვნებაში“. საკუთარი კულტურისა და ტრადიციების დათმობა არავის უწევს. თუმცა, კავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია ევროკავშირის კანონები მიიღოთ. ბავშვებს უყვართ ეს იდეალები და მათზე გიჟური ანტიევროპული პროპაგანდა გავლენას არ ახდენს“, - წერს პეტერ ფიშერი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება