ემანუელ მაკრონი - დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„გაკეთდა შეთავაზება, კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უფრო ფართო დისკუსიების დაწყებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევს. საფრანგეთი მხარს დაუჭერს მას“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს კანადის ქალაქ კანანასკისში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს.

მისი თქით, მხარეებმა მოსახლეობაზე თავდასხმები უნდა შეწყვიტონ, რადგან ამას არაფერი ამართლებს.

„აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ორივე მხრიდან ენერგეტიკული, ადმინისტრაციული და კულტურული ინფრასტრუქტურის, და მით უმეტეს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყველა დარტყმა შეწყდეს. ამას არაფერი ამართლებს“, - აღნიშნა მაკრონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს