მედია - რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, დანგრეულია მრავალსართულიანი შენობები, დაშავებულია ბევრი ადამიანი

რუსებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, დაზიანება სოლომენსკის, სვიატოშინსკის, დარნიცკის, დნეპროვსკის, პოდოლსკის და ობოლონსკის ოლქებში 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

მისივე ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში მრავალსართულიან შენობებზე დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქზე თავდასხმის დროს სოლომენსკის რაიონში აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლები. არიან დაშავებულები.

მაშველები შენობების ნანგრევებისგან გაწმენდას და ადამიანების ძებნას განაგრძობენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს