ანდრეი სიბიგა - ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა - პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს

პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას.

„დღეს ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა. მშვიდობიან მოსახლეობას ასობით დრონი და რაკეტა დაესხა თავს. განსაკუთრებით მძიმე იერიშები კიევზე განხორციელდა“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ამას „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს მიზანმიმართულად აკეთებს“.

„პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს. მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯები და მოსკოვზე რეალური ზეწოლა დაამტკიცებს იმას, რომ ის ცდება“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში განახორციელა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს