გია ჯაფარიძე - ბოროტებას ლოგიკა არ აქვს, რასაც გადაწყვეტს ივანიშვილი, ის იქნება - მისი მიზანია, პოლიტიკური ლიდერები ციხეში გამოამწყვდიოს და პარტიები აკრძალოს

ეს პროცესი იმდენად აბსურდული და იმდენად სიგიჟეა, რომ მართლა წარმოუდგენელია რაღაც მოლოდინებზე რომ ვსაუბრობთ - ბოროტებას ლოგიკა არ აქვს, რასაც გადაწყვეტს ივანიშვილი, ის იქნება, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დღეს ზურაბ ჯაფარიძის პროცესი უნდა გაიმართოს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ახლა რაც ხდება, ასეთი აბსურდი საბჭოთა კავშირშიც არ ხდებოდა“.

„ეს პროცესი იმდენად აბსურდული და იმდენად სიგიჟეა, რომ მართლა წარმოუდგენელია რაღაც მოლოდინებზე რომ ვსაუბრობთ. ბოროტებას ლოგიკა არ აქვს. ნუ ვეძებთ ბოროტებაში ლოგიკას. რაღაც ტოტალიტარულ რეჟიმებსაც კი, კომუნისტებს, ფაშისტებს, ნაცისტებს, ბიშინსკი რომ იყო საბჭოთა ჯალათი, იმასაც კი ჰქონდა რაღაც სტანდარტი, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა, რომ საზოგადოებისთვის რაღაც საკენკი მიეცა. ამათ შემთხვევაში ესეც არ არსებობს. ახლა რაც ხდება, ასეთი აბსურდი საბჭოთა კავშირშიც არ ხდებოდა. რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ბოროტებას არ აქვს ლოგიკა, შესაბამისად ნუ საუბრობთ რაღაც მოლოდინზე. რასაც გადაწყვეტს ივანიშვილი, ის იქნება. მგონია, რომ მისი მიზანია, პოლიტიკური ლიდერები ციხეში გამოამწყვდიოს, აკრძალოს პოლიტიკური პარტიები და ერთპარტიული დიქტატურა დაამყაროს. ამ მიზნების მისაღწევად, არ ვიცი დღეს რას მოიმოქმედებს“,- განაცხადა გია ჯაფარიძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება, განაჩენი, შესაძლოა დღეს, 17 ივნისს გამოცხადდეს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდების მხარეს მტკიცებულებებს უდავოდ გაუხდის, შესაბამისად, მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო