საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ჯაფარიძე არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება, სხდომა მომდინარეობს.

პროცესს არ ესწრება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. როგორც მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან წაიკითხა, ის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განმარტებით, მას პროცესის დაწყებამდე ჯაფარიძემ დაურეკა და უთხრა, რომ ის არ ენდობა სასამართლოს, რომ სწორედ ამ მოსამართლემ დააპატიმრა ნიკა გვარამია და არ აქვს ობიექტური განაჩენის მოლოდინი.

სასამართლოს პროცესს გერმანიისა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.

ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდავოდ გაუხადა. შესაბამისად, მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს