არაბული და მუსლიმი ქვეყნების ლიდერები ირანზე ისრაელის თავდასხმებს გმობენ

20 არაბული და მუსლიმი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გმობენ და მხარეებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ეგვიპტის, იორდანიის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ბრუნეის, თურქეთის, ჩადის, ალჟირის, კომორის კუნძულების, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ჯიბუტის, საუდის არაბეთის, სუდანის, სომალის, ერაყის, ომანის, კატარის, ქუვეითის, ლიბიის და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადებაში „ღრმა შეშფოთება გამოთქვეს რეგიონში საშიში ესკალაციის გამო“.

„ვადასტურებთ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და კეთილმეზობლობის პრინციპებისადმი პატივისცემის აუცილებლობას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მშვიდობიანი გზით მოაგვარონ დავები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ბირთვული იარაღისა და მასობრივი განადგურების სხვა იარაღისგან თავისუფალი ახლო აღმოსავლეთის შექმნის მნიშვნელობას და მოუწოდეს ქვეყნებს, შეუერთდნენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას.

„კონფლიქტი უნდა მოგვარდეს დიპლომატიურად და არ შეიძლება მისი სამხედრო გზით მოგვარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს