Reuters - ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელის ტანკებმა ხან იუნისში ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც ადგილობრივები ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს ელოდებოდნენ.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებს შემთხვევის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს