საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციაში მონაწილეობს

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციაში (CES) მონაწილეობენ, რომელიც 16-18 ივნისის პერიოდში ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიაში (UNECE) იმართება. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია წარმოადგენს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ქვეშ მოქმედ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ცენტრალური აზიიდან.

„კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია სტატისტიკური მეთოდოლოგიების, სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შემუშავება, ასევე სტატისტიკის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მეთოდოლოგიური სტანდარტების განვითარება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

ვიზიტის ფარგლებში გოგიტა თოდრაძე მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და მოხსენებით მიმართავს მონაწილეებს. მისი პრეზენტაციების მიზანია უცხოელ კოლეგებს გააცნოს ქვეყნის სტატისტიკის სისტემაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული პროგრესი. ასევე, იგი ისაუბრებს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე.

საქსტატის ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესზე, ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვაზე და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებზე, რაც საქართველოს სტატისტიკის სისტემის მოდერნიზაციის ძირითადი მიმართულებებია.

სესიის პარალელურად, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს ოფიციალური შეხვედრები ექნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პარტნიორი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებთან. ამ შეხვედრების ფარგლებში განიხილება მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, რაც საქართველოსთვის წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას საერთაშორისო დონეზე შესადარისი სტატისტიკური მეთოდოლოგიების შემუშავების, დანერგვის და ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესების და განვითარების თვალსაზრისით“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს