CIU-ს პროფესორი გიორგი ხატიძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, გაეროს ECOSOC-ის სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ“ გაიმართა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას მიეძღვნა.

„კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი გიორგი ხატიძე, რომელიც ამავდროულად გახლავთ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

მისი მოხსენების თემაა - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ: სამართლებრივი და ტექნოლოგიური ასპექტები“.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელოვნური ინტელექტის და სამართლის ტექნოლოგიების გამოყენებაზე, სამართლებრივი მექანიზმების და ტექნოლოგიური პროცესების სინქრონიზებული ფუნქციონირების საჭიროებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური სტანდარტების გაძლიერებაზე, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების და საზედამხედველო მექანიზმების განვითარებაზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები გააკეთეს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში (ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი) მოღვაწე მეცნიერებმა, მკვლევრებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი