საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია იპოვო საკუთარი პროფესიული გზა, მიიღო ცოდნა და გახდე სპეციალისტი

ჩემთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სამშენებლო ფაკულტეტი მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია საკუთარი პროფესიული გზა იპოვო, ცოდნა მიიღო და რაც მთავარია, გახდე სპეციალისტი, რომელსაც სამშენებლო სფეროს განვითარება შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, საპროექტო ორგანიზაცია „კაპიტელის” კონსტრუქტორმა, ნინო პავლიაშვილმა განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნინო პავლიაშვილმა სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობათა მშენებლობის მიმართულებით, ბაკალავრიატი 2018 წელს დაასრულა, მაგისტრატურა - 2020 წელს, ხოლო დოქტორანტურა - 2023 წელს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნამდვილად გამოირჩევა თავისი მყარად ჩამოყალიბებული სტრუქტურით, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებითა და პროფესიონალი ლექტორებით, სამშენებლო ფაკულტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული ფაკულტეტია. აქ დიდ ყურადღებას უთმობენ როგორც თეორიულ განათლებას, ისე პრაქტიკულ საქმიანობას. ლაბორატორიები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, პროექტებზე მუშაობა კი რეალურ პირობებს ქმნის პროფესიული უნარების განვითარებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ სამშენებლო კომპანიებთან, რაც სტაჟირების საშუალებას გვაძლევს, რათა ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ასევე, ხშირად იმართება სემინარები, კონკურსები და ტრენინგები, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ჩვენს გამოცდილებას. მუდმივი განვითარება და სიახლეების ძიება არის ის, რაც ადამიანს ავითარებს, ამიტომ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის ხელმისაწვდომი რესურსები და დრო, რადგან ეს საკუთარი თავის განვითარებისათვის საუკეთესო პერიოდია. ასევე, ვურჩევ აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და მუდმივად იმუშაონ საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე, რადგან არსებული თუნდაც ყველაზე გამოცდილი საინჟინრო სკოლაც კი ვერ მოგვცემს ცოდნას ძალით, თუ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას თავად არ გამოვიჩენთ“, - განაცხადა ნინო პავლიაშვილმა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს