დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ვერ ხედავს ისრაელის სურვილს, კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზაზე გადავიდეს

რუსეთი ირანსა და ისრაელს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყნები კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზას დაადგნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რათა შემდგომში, ასე თუ ისე, მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზაზე გადავიდნენ“, - განაცხადა პესკოვმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე კომენტარის გაკეთებისას.

მისი მტკიცებით, რუსეთი ახლა ვერ ხედავს ისრაელის მხრიდან სურვილს, რომ ირანთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზას დაადგეს.

„თქვენ იცით, რომ რუსულმა მხარემ და, კერძოდ, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზად იქნება შუამავლობისთვის. ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვხედავთ სურვილს, სულ მცირე ისრაელის მხრიდან, მიიღოს რაიმე შუამავლობა ან მშვიდობიანი მოგვარების გზაზე გადავიდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს