CIU-ში სახელმძღვანელოს - „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ - პრეზენტაცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში - „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ - სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, წიგნის ავტორები არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის დოქტორი მორის შალიკაშვილი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გივი მიქანაძე; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, იოსებ ვარძელაშვილი.

„წიგნის პრეზენტაციას მოდერაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ გაუწია. აუდიტორიას სიტყვით მიმართა და წიგნის ავტორებს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ.

აღნიშნული სახელმძღვანელო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა.

წიგნში განხილულია: არასრულწლოვანთა დანაშაული და მისი პრევენცია; განრიდება და მედიაცია - აღდგენითი მართლმსაჯულება, როგორც პრევენციის საუკეთესო საშუალება; პატიმრობა/თავისუფლების აღკვეთა და სხვა.

წიგნი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან მომუშავე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება