ივა ჭყონია - ვთქვათ, გამოვტაცეთ თბილისი, ფანტასტიკა მოხდეს და მერი გახდეს ვინმე სხვა, დაიჭერენ ან რაღაც სასწაულს გააკეთებენ - ჩემი პატივისცემა მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ მისი მკვეთრი პოზიცია გაურკვეველია

ჩემი ღრმა პატივისცემა მამუკა ხაზარაძეს, წლებია მას ვიცნობ და ვმეგობრობთ, მაგრამ მისი ასეთი მკვეთრი პოზიცია გაურკვეველია, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ივა ჭყონიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ჭყონიას თქმით, ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილების ყველაზე კარგი მომენტი 2024 წელს იყო, ახლა კი ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია.

“ვფიქრობ, ახლა არჩევნებში შესვლა, მას მერე, რაც ამდენი ხანი ხალხი ქუჩაში დგას და იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად და ჩვენ - ოთხმა პარტიამ, ვინც ბარიერი გადავლახეთ და საპარლამენტო მანდატებზე უარი ვთქვით, სადაც 61 ადამიანი შევდიოდით, ახლა არჩევნებზე მზაობა უნდა გამოვთქვათ, სადაც თვითმმართველობაში შეიძლება ორი ან ერთი ადამიანი უნდა შევიდეთ?

არჩევნების გზით (ხელისუფლების ცვლილების) იმაზე კარგი მომენტი, რაც 2024 წელს იყო, რომ კოალიციური მთავრობა შეკრულიყო, ნამდვილად არ არსებობს. მათ მიერ ჩატარებული არჩევნები თავიდან ბოლომდე გაყალბებული და მიტაცებული იყო და ახლა დათმობენ? კლიმატი, ნებისმიერ სიტუაციაში, გაუარესებულია, ხალხი დაშინებულია, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი, სამსახურებიდან დევნიან.

რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, ვინც საპყრობილეში ჰყავთ? რომ არჩევნები არის ბრძოლა, თქვენ მანდ იყავით და მე თბილისს გამოვტაცებ? კი ბატონო, ვთქვათ, გამოვტაცეთ თბილისი, როგორ წარმოგიდგენიათ, ფანტასტიკა რომ მოხდეს და თბილისის მერი გახდეს ვინმე სხვა, არ აქვს მნიშვნელობა, ისეთ პირობებს შეუქმნიან, დაიჭერენ ან რაღაც სასწაულს იზამენ.

ჩემი ღრმა პატივისცემა მამუკა ხაზარაძეს, წლებია მას ვიცნობ და ვმეგობრობთ, მაგრამ მისი ასეთი მკვეთრი პოზიცია გაურკვეველია“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე