ფრიდრიხ მერცი - ირანის წინააღმდეგ ქმედებები ბინძური სამუშაოა, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს - ამ მოლების რეჟიმმა მსოფლიოს სიკვდილი და ნგრევა მოუტანა

ისრაელი ბინძურ სამუშაოს აკეთებს ყველა ჩვენგანისთვის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, ინტერვიუში მერცმა აღნიშნა, რომ ის მადლობელია ისრაელის ირანის წინააღმდეგ ქმედებებისთვის, რაც, მისი აღწერით, “ბინძური სამუშაოა, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს”.

მერცის თქმით, გერმანია ასევე ზარალდება "მოლების რეჟიმით".

“ჩვენც ამ რეჟიმის მსხვერპლნი ვართ. ამ მოლების რეჟიმმა მსოფლიოს სიკვდილი და ნგრევა მოუტანა”, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, თეირანის ლიდერებმა “სიკვდილი და განადგურება მოუტანეს მსოფლიოს თავისი თავდასხმებით, მკვლელობებითა და კაცთაკვლით, ჰეზბოლათი, ჰამასით”.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რადიკალური ისლამური “ჰამასის” 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმა “არასდროს გახდებოდა შესაძლებელი თეირანის რეჟიმის გარეშე”.

“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უდიდესი პატივისცემა მაქვს იმ ფაქტისადმი, რომ ისრაელის არმიასა და ისრაელის მთავრობას ამის გაკეთების გამბედაობა ჰქონდა…

წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რეჟიმის ტერორს თვეებისა და წლების განმავლობაში დავინახავდით - და მომავალში, შესაძლოა, ბირთვული იარაღით ხელში”, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ისრაელის არმიას ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის სრულად განადგურების შესაძლებლობა არ გააჩნია, “ვინაიდან, საჭირო იარაღი არ აქვთ, მაგრამ ამერიკელებს აქვთ”.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს