საქართველოს საელჩო - მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას ისრაელში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის - PIBA-ს - მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გაწვდით შემდეგ ინფორმაციას:

უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას. ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით.

მომსახურება ავტომატურია, 30.09.25-მდე.

გაგრძელდება შემდეგი სახის ვიზები:

სამუშაო ვიზა, ტიპი B/1, ზოგადი

ტურისტული ვიზა, ტიპი B/2.

მოხალისეობრივი ვიზა, ტიპი B/4.

დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/1.

სტუდენტური ვიზა, ტიპი A/2 (გარდა სოფლის მეურნეობაში ანაზღაურებადი პირებისა).

სასულიერო პირების ვიზა, ტიპი A/3.

თანმხლები ვიზა, ტიპი A/4.

დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/5.

ვიზა DCO ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად მისვლა საჭირო არ არის!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს